ტრენინგის მეცხრე დღეს გავიმეორეთ წინა ტრენინგების
მასალა, გადავხედეთ პორტფოლიოს. მოეწყო თითოეული
ტრენინგის მონაწილის მიერ საკუთარი პროექტების
პრეზენტაცია. ვისაურბე საკუთარი პროექტის შესახებ ,, ,,
Apple” გუშინ,
დღეს და ხვალ“ მის განხოეციელება და და სამომავლო შედეგებზე. ვისაუბრეთ პრობლემაზე
და დავსახეთ პრობლემის გადაჭრის გზები. დასახელდა
საინტერრესო პროექტები: ,,მავნე ჩვევები“, ,,მოვიარე სიმღერით მთელი საქართველო“,
,,ბაზილიკა“, ,,ჩემი
სახელი მსოფლიოში“, ,,როგორ იწყებოდა და ვითარდებოდა გეომეტრია“, ,,დედამიწის მაგნიტული
ველი“ და ა.შ. გავიზიარეთ ერთმანეთის ნააზრევი და მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს. ტრენინგი
იყო საინტერესო, ინფორმაციული, მუშა, რაც მომავალში დაგვეხმარება საკუთარი პორტფოლიოს
გამდიდრებასა და ტექნოლოგიურად მოწესრიგებაში. ვიმუშავე საკუთარ ბლოგში, გავუზიარეთ
შექმნილ ნამუშევრები კოლეგებს. მოხარული ვიქნები ასეთი ტრენინგები თუ გაგრძელდება
კიდევ სამომავლოდ ახალი პროგრამებით, ეს ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიულ ზრდას
ტექნოლოგიების სწავლების თვალსაზრისით. ბოლოს მოხდა ტრენინგის შეჯამება.
მადლობა ქალბატონ ქეთის საინტერესო და სასიამოვნო ტრენინგისათვის.